404 შეცდომა
შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედასთან სექსუალურ კავშირზე გამოძიება დაიწყო
შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედასთან სექსუალურ კავშირზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც „ლიბერალს“ შსს-ში განუცხადეს, დადგინდა, რომ დაკავებული გოგო ორსულობისას 16 წელს მიუღწეველი იყო. შესაბამისად, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით აღიძრა, რაც 16 წლამდე მიუღწეველ პირთან სექსუალურ კავშირს გულისხმობს. დანაშაული 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება ამ კუთხითაც აქტიურად მიმდინარეობს, ტარდება საგამოძიებო მოქმედებები და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

22 მაისს კასპის რაიონის სოფელ აღაიანში ჩვილის მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 წლის გოგო დააკავა. მას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

წყარო: liberali.ge
Print