თბილისში შენობის აივანი და სახურავი ჩამოიშალა [ვიდეო]
ძველ თბილისში, ყავლაშვილის ქუჩაზე, ორსართულიანი შენობის აივანი და სახურავი ჩამოიშალა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თუ რა გახდა ნგრევის მიზეზი, ჯერ გარკვეული არ არის. სპეციალისტები უკვე მუშაობენ ადგილზე.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები