ოქრუაშვილი, სანიკიძე, დრუპი, ჩალაგაშვილი და სხვები – გამარჯვებული საქართველოს სახეები
ამ დროისთვის სასტუმრო “შერატონში” ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ახალი პოლიტიკური პარტიის, “გამარჯვებული საქართველოს” პრეზენტაცია მიმდინარეობს, სადაც საინიციატივო ჯგუფის წევრები იმყოფებიან.

ვინ იქნებიან ირაკლი ოქრუაშვილის ახალი თანამებრძოლები?
  • კოტე კემულარია – უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე;
  • გურამ ჩალაგაშვილი – სემეკის ყოფილი თავმჯდომარე;
  • ვალერი გელბახიანი – პოლიტიკოსი, იურისტი;
  • გუბაზ სანიკიძე – ეროვნული ფორუმის ყოფილი წევრი;
  • ნიკა რამიშვილი (დრუპი) – კომიკოსი;
  • მიშა კაჭკაჭიშვილი – პოლიტპარიმრის სტატუსით გათავისუფლებული.
  • კობა მახარაძე
  • კახა გოგიშვილი
  • გოგი ტუღუში
  • ლაშა კვარაცხელია
  • ანა რექვიაშვილი
  • ლელა ჯეჯელავა
  • გოჩა მამაცაშვილი
  • გურამ ნადირაძე
  • მაკა ნადირაძე
  • ოთარ კვირიკაშვილი
  • ომარ მეტრეველი
ჟურნალისტებმა ირაკლი ოქრუაშვილს ჰკითხეს, რას ფიქრობდა გაერთიანებულ ოპოზიციასთან თანამშრომლობაზე, რაზეც მან უპასუხა:

"ჩვენ არ ვაპირებთ დავახარისხოთ ვიღაც, კრიტერიუმი არის უმთავრესი, რომ ვინც ხელს მოაწერს გაყალბებულ არჩევნებს, მასთან არ ვითანამშრომლებთ, ვინც გაყალბებულ არჩევნებს გააპროტესტებს, მასთან ვითანამშრომლებთ”.

წყარო: ნეთგაზეთი
Print