სიახლე
ე.წ. ქუჩური გარჩევა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა “სისხლის სამართლის კოდექსში” შესატან ცვლილებებს, რომლის თანახმადაც, დავის უკანონოდ გადაწყვეტის მიზნით შეკრება (ე.წ. ქუჩური გარჩევა) სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადი გახდება.

წინასწარი შეცნობით დავის უკანონო განხილვის/გადაწყვეტის მიზნით შეკრებაში მონაწილეობა დაისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 120-დან 180 საათამდე, ან შინაპატიმრობით ვადით ერთ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე.

დამამძიემებლ გარემოებად ითვლება იმგვარი შეკრების ორგანიზება, რასაც თან ახლავს ძალადობა, იძულება, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურებისა და ქონების განადგურების მუქარა; იგივე ქმედება ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით და არაერთგზის. ასეთ შემთხვევებში თავისუფლების აღკვეთის ვადა იზრდება სამ წლამდე.

ამასთან, ის, ვინც ჩაიდენს ამ მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას, თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ მან ამის თაობაზე ნებაყოფლობით განუცხადა სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს, ხელი შეუწყო დანაშაულის გახსნას და მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები. პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანო.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დავით სერგეენკომ, დღეს 18 ივნისს დაადასტურა,
რომ ის ჯანდაცვის მინისტრის პოსტს ტოვებს.
დავით სერგეენკომ, დღეს 18 ივნისს დაადასტურა, რომ ის ჯანდაცვის მინისტრის პოსტს ტოვებს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
ქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსში, აფეთქების
შედეგად გაჩენილი ხანძრის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ცეცხლი
ავტომშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის მე-2 სართულზე
გაჩნდა.
ქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსში, აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძრის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ცეცხლი ავტომშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის მე-2 სართულზე გაჩნდა.
CNN
Turk-ის ინფორმაციით, სტამბოლში სატვირთო კომპანიის
თანამშრომელ,
CNN Turk-ის ინფორმაციით, სტამბოლში სატვირთო კომპანიის თანამშრომელ,
2015
წლიდან დღემდე „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“, გარკვეული
საპრივატიზებო ვალდებულებებით,
2015 წლიდან დღემდე „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“, გარკვეული საპრივატიზებო ვალდებულებებით,
საპენსიო ასაკის მასწავლებლებისთვის ჯილდოს
სახით რამდენიმე ათეული მილიონი ლარი გაიცემა და ისინი სკოლას
დატოვებენ.
საპენსიო ასაკის მასწავლებლებისთვის ჯილდოს სახით რამდენიმე ათეული მილიონი ლარი გაიცემა და ისინი სკოლას დატოვებენ.
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე არასერიოზულს
და ჭორს უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ,
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე არასერიოზულს და ჭორს უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ,
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 11 წლის გოგო სახლის
სახურავიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა.
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 11 წლის გოგო სახლის სახურავიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა.