სიახლე
სასამართლოში დაპირების მიუხედავად, მერია მუსლიმ თემს მაინც არ დაელაპარაკა – ახალი მეჩეთი
მუსლიმ თემსა და ბათუმის მერიას შორის შეთანხმება არ შედგა. სასამართლო პროცესი ხვალ, 12 ივნისს, განახლდება. წინა პროცესზე კი, რომელიც 22 მაისს გაიმართა, ბათუმის მერიის წარმომადგენელმა პროცესის გადადება მოლაპარაკების მოთხოვნით ითხოვა.

„შეთანხმება კი არა, ერთი სატელეფონო ზარიც არ შემოსულა მერიიდან, არ ვიცი, რატომ,“ – ამბობს ნოდარ პაქსაძე, „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის“ ხელმძღვანელი.

რატომ არ სცადა ბათუმის მერიამ მუსლიმ თემთან მოლაპარაკება? – კითხვით ბათუმის მერიის პრესცენტრს მივმართეთ, თუმცა ამ დრომდე განმარტება მერიიდან არ მიგვიღია. სასამართლო პროცესის გადადება მოლაპარაკების მოტივით ბათუმის მერიამ რამდენჯერმე ითხოვა.

სასამართლოსთვის მუსლიმი თემის მიმართვიდან ზუსტად ორი წელი გავიდა – ბათუმის მერიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი ააიპ „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა“ 2017 წლის 10 ივნისს შეიტანა, რადგან ბათუმის მერიამ 2017 წლის 5 მაისს მუსლიმ თემს უარი უთხრა ქალაქში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე. ამ საქმის განხილვა თვეობით ჭიანურდებოდა.

„სასამართლოზე მეტად მერიას აქვს ეს სტრატეგია, რომელმაც იცის, რომ მის ხელში არსებობს ამ პროცესის გაჭიანურების ფორმალური ბერკეტები. რეალურად გადაწყვეტილების მიმღები რგოლი მერიაა,“ – ამბობს თამთა მიქელაძე, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელი. ეს ორგანიზაცია სასამართლოში მუსლიმი თემის ინტერესებს იცავს.

რას აჩვენებს მოცემულობა, როცა ბათუმის მერია მოლაპარაკების გამართვის მოტივით სასამართლო პროცესის გადადებას ითხოვს, მოლაპარაკების მაგიდასთან კი არ ჯდება?

„რეალურად ეს აჩვენებს იმას, რომ მერიას და უფრო ზუსტად ხელისუფლებას, არა აქვს პოლიტიკური ნება და რესურსიც, რომ ეს პრობლემა ადამიანის უფლებების და თანასწორობის სასარგებლოდ გადაწყვიტოს. ისინი ცდილობენ, შექმნან ილუზია, რომ თითქოს გარკვეული მოლაპარაკება მიმდინარეობს. ის საჯარო პოზიციები, რასაც მერია აჟღერებს სასამართლოში, არის გაუგებარი და უპასუხისმგებლო,“ – მიიჩნევს თამთა მიქელაძე. მას ასევე ვკითხეთ, რამდენად შეიძლებოდა შეცვლილიყო ხელისუფლების დამოკიდებულება ამ თემის მიმართ, თუკი სასამართლო დროის მოკლე მონაკვეთში განიხილავდა ამ სარჩელს.

„სასამართლო სწორად განმარტავს, რომ რეალურად ჩვენ ვართ მშენებლობის პირველ სტადიაზე და შესაძლოა ეს სასამართლო დავა ისევ გაგრძელდეს, თუკი მერიას არ ექნება პოლიტიკური ნება… სასამართლოს მხრიდან გაჭიანურების პრობლემა ნამდვილად ჩანს და ჩვენ ამაზე არაერთხელ ვილაპარაკეთ, თუმცა ბოლო წუხილის შემდეგ სასამართლო ცდილობს, რომ ინტენსიურად ჩანიშნოს სხდომები,“ – გვითხრა თამთა მიქელაძემ, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელმა.

მთავარი ფოტო: მუსლიმების ლოცვა იმ ადგილას, სადაც თემი ახალი მეჩეთის აგებას ითხოვს. მანანა ქველიაშვილის ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
ავტოსაგზაო შემთხვევას სენაკი-თბილისის
ცენტრალურ მაგსიტრალზე, სოფელ ნოსირთან 2 ადამიანის სიცოცხლე
ემსხვერპლა.
ავტოსაგზაო შემთხვევას სენაკი-თბილისის ცენტრალურ მაგსიტრალზე, სოფელ ნოსირთან 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გურიაში, სოფელ ნიგვზიანთან ორი ავტომობილი
ერთმანეთს შეეჯახა.
გურიაში, სოფელ ნიგვზიანთან ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.
რუსთავის საკრებულოს დადგენილებით, კომპანია
“ინტერტრანსის” კუთვნილ 6 ლოტზე ტარიფი 1.80 ლარი
ხდება.
რუსთავის საკრებულოს დადგენილებით, კომპანია “ინტერტრანსის” კუთვნილ 6 ლოტზე ტარიფი 1.80 ლარი ხდება.
Başlanğıçda QHT sahəsində fəal çalışan sonra isə
siyasətə addım atan Leyla Məmmədova seçkilərdə mer seçilməsədə əsas
məqsədlərini əldə etdiyini vurğulayır.
Başlanğıçda QHT sahəsində fəal çalışan sonra isə siyasətə addım atan Leyla Məmmədova seçkilərdə mer seçilməsədə əsas məqsədlərini əldə etdiyini vurğulayır.
რუსთავში, მე-15 მიკრორაიონში, 35 წლამდე
მამაკაცი გვიან ღამით საკუთარ ბინაში გარდაცვლილი
იპოვეს.
რუსთავში, მე-15 მიკრორაიონში, 35 წლამდე მამაკაცი გვიან ღამით საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.
“რუსთავი 2-ის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა
ნიკა გვარამიამ იურიდიულად უკვე დააფუძნა ახალი ტელეარხი და მას შპს
“მთავარი არხი” ჰქვია.
“რუსთავი 2-ის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ იურიდიულად უკვე დააფუძნა ახალი ტელეარხი და მას შპს “მთავარი არხი” ჰქვია.
ბაკურიანში, მშენებარე კორპუსიდან 56 წლის კაცი
გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.
ბაკურიანში, მშენებარე კორპუსიდან 56 წლის კაცი გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ
სამრეკლოში უბედურ შემთხვევის 62 წლის ასაკის მამაკაცი
ემსხვერპლა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოში უბედურ შემთხვევის 62 წლის ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა.