სიახლე
ძლიერმა წვიმამ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა
ძლიერმა წვიმამ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლები ზვარე და ანეულა დააზარალა. ხარაგაულის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ წვიმის გამო ამ ორ სოფელში ხიდბოგირი ჩავარდა. სოფელ დიდვაკეშიც ჩავარდნია ერთი სამანქანო ხიდი, რომლის აღდგენასაც სავარაუდოდ, თვეზე მეტი დასჭირდება.

მერის ინფორმაციითვე, ძლიერმა წვიმამ დატბორა ნათესები და ყანები და მიყენებულ ზარალს შექმნილი კომისია დაითვლის.

წყარო: ნეთგაზეთი
| Print |