მარნეულში მოსწავლეებს შორის ცოდნის შეჯიბრი ჩატარდა

15 ივნისს, მარნეულში 9-11 კლასის მოსწავლეებს შორის ნარიმან ნარიმანოვის სახელობის ცოდნის შეჯიბრი გაიმართა.




შეჯიბრი "ატა ჰოლდინგის" სპორტულ კომპლექსში ჩატარდა. ორგანიზატორი საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრი იყო. შეჯიბრზე 9 გუნდი მარნეულის, გარდაბანის, ბოლნისის და თბილისის საჯარო სკოლის მოსწავლეებით იყო დაკომპლექტებული.

 


ღონისძიების დასაწყისში სიტყვით გამოვიდა საქართველოს აზერბაიჯანაელთა ინტეგრაციის ცენტრის უფროსი აიგულ ისაევი. რომელიც სტუმრებს მიესალმა და უთხრა, რომ ნარიმან ნარილანოვის სახელობის შეჯიბრი საქართველოში პირველად ტარდება და მომავალშიც გაგრძელდება.
მონაწილეები გუნდურად დაიყვნენ და გამარჯვებული "გუნეშის" გუნდი გახდა. მეორე ადგილზე "teen wolves", მესამე ადგილზე კი "ზექა" გავიდა.
შეჯიბრის დასასრულს გუნდებს სერტიფიკატი და კუბოკი გადასცეს. ასევე, ცნობილი გახდა, რომ გამარჯვებული გუნდის წევრები სექტემბერში აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ერთ-ერთ კურსზე უფასოდ ისწავლიან.

 


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები