საქსტატის მტკიცებით, 2019 წლის I კვარტალში საშუალო ხელფასი 1 092 ლარია
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ხელფასების 2019 წლის პირველი კვარტლის სტატისტიკას ავრცელებს. საქსტატის განცხადებით, 2019 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 33.5 ლარით გაიზარდა და 1092.7 ლარი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თქმით, საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა საფინანსო და სადაზღვევო სფეროში – 1894.3 ლარი (წლიური ზრდა -17.8 პროცენტი); პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკურ სფეროში – 1799.0 ლარი (წლიური ზრდა 3.2 პროცენტი); ინფორმაციისა და კომუნიკაციის სფეროში – 1751.8 (წლიური ზრდა 3.9 პროცენტი).

სტატისტიკის მიხედვით, კვლავ ქალების საშუალო ხელფასი კაცებისაზე დაბალია. კერძოდ, საქსტატის განცხადებით, 2019 წლის I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 876.1 ლარით, ხოლო კაცების – 1294.1 ლარით განისაზღვრა და ხელფასების წლიურმა ზრდამ შესაბამისად 58.0 და 22.4 ლარი შეადგინა.

წყარო: ნეთგაზეთი
Print