ატესტატის გაცემა 24 ივნისიდან დაიწყება
მე-12 კლასის კურსდამთავრებულებს 24 ივნისიდან იუსტიციის სახლში ატესტატის აღება შეეძლებათ. რამდენიმე კვირის წინ მარნეულის რესურს ცენტრის უფროსმა ქენან ომაროვმა გვითხრა, რომ ატესტატის აღება 15 ივნისიდან იქნებოდა შესაძლებელი.

აბიტურიენტები იუსტიციის სახლში მხოლოდ პირადობის მოწმობას წარადგენენ და განცხადების ფორმას შეავსებენ. რის შემდეგაც ატესტატის მიღებას შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტროს ინიციატივით, 2019 სასწალო წელს საატესტატო გამოცდები აღარ ტარდება.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები