პრემიერი ცქიტიშვილით მის ჩანაცვლებაზე ინფორმაციას არასერიოზულს უწოდებს
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე არასერიოზულს და ჭორს უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის უახლოეს მომავალში მთავრობის მეთაურის პოსტს დატოვებს.

მამუკა ბახტაძე არ ადასტურებს, რომ პრემიერის პოსტზე მას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ჩაანაცვლებს.

“ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრად დანიშვნის პერიოდიდან, ფაქტობრივად, ყოველკვირა ვგებულობდი ქართული მედიიდან მსგავს ინფორმაციებს და კიდევ ერთხელ გიპასუხებთ, რაც აქამდე მიპასუხია – ეს ყველაფერი არის არასერიოზული და ამაზე სერიოზული განცხადების გაკეთება გამიჭირდება. მე წარდგენილი მაქვს ჩვემი სამთავრობო პროგრამა, ჩემს სამთავრობო გუნდთან ერთად და მას ვახორციელებ. ამავე დროს ვარ ანგარიშვალდებული საქართველოს პარლამენტის და ქართველ ხალხის წინაშე. ასე რომ, მსგავს საკითხებზე სერიოზულ განცხადებას ნამვილად ვერ გავაკეთებ. ასეთი ჭორები, როგორც ბოლო 2 წელია მესმის, ალბათ, მომავალშიც გაგრძელდება. სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების დამახასიათებელი საკითხი”, – განაცხადა ბახტაძემ.

წყარო: ნეთგაზეთი
Print