სიახლე
სამსახურიდან წასვლის მსურველი საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის, ბიუჯეტიდან რამდენიმე ათეული მილიონი ლარი გაიცემა
საპენსიო ასაკის მასწავლებლებისთვის ჯილდოს სახით რამდენიმე ათეული მილიონი ლარი გაიცემა და ისინი სკოლას დატოვებენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ განუცხადა.

როგორც აბულაძემ აღნიშნა, იმ პედაგოგებისთვის, რომლებმაც მასწავლებლის ჯილდოს მიღების სურვილი გამოთქვეს, თანხების გაცემა აგვისტო-სექტემბერში დაიწყება.

აბულაძის ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სკოლებში 6 ათასამდე საპენსიო ასაკის პედაგოგია.

„როგორც იცით, არავისთვის არაფერი დაგვიძალებია. აქ არის გეგმა, ან არის ხელფასების მატება მომავალი 3 წლის განმავლობაში, ან არის შეთავაზება და შესაძლებლობა საპენსიო ასაკის მასწავლებლებისთვის, თუ მათ არ უნდათ სკოლაში დარჩენა, მათთვის 2-წლიანი ჯილდოს სახით საკმაოდ დიდ დაფინანსებაზეა საუბარი. პროცესს, ალბათ, ის გააჯანსაღებს, რომ ადამიანები უფრო მეტად კმაყოფილები გახდებიან, ერთი მხრივ, ხელფასის მატებით, მეორე მხრივ, იმ დაფასებით, რაც სახელმწიფომ მათთვის გაიღო. ჯერ თანხა ბიუჯეტიდან გამოყოფილი არ არის, უახლოეს მთავრობის სხდომაზე უნდა გავიდეს სქემაში ცვლილებები, რისი პროექტიც მზად არის. დღეის მდგომარეობით, რეგისტრირებულია 6 ათასამდე საპენსიო ასაკის მასწავლებელი, შესაბამისად, მათი 2 წლის ანაზღაურება იქნება ჯილდოს სახით გაცემული. აქ არის რამდენიმე ათეულ მილიონზე საუბარი, რისთვისაც მზად არის სახელმწიფოც და ბიუჯეტიც. მთავრობის განკარგულება მომზადდება რამდენიმე დღეში. გაცემა დაიწყება სასწავლო წლის დაწყებამდე. აგვისტო-სექტემბერში ვგეგმავთ ჯილდოს გაცემას იმ ადამიანებისთვის, ვინც ჯილდოს მიღების სურვილი გამოთქვა. ცხადია, ამის შესაძლებლობა აქვთ 2019 წლის ბოლომდე“, - განაცხადა აბულაძემ.

მისივე თქმით, მასწავლებლებთან დაკავშირებით დეტალური კვლევა ივლისში ჩატარდება.

„დღესდღეობით, მასწავლებელთა გამოცდებზე 30 ათასზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა, აქედან 10 ათასამდე მასწავლებლობის მსურველია. თუმცა, ის ფაქტი, რომ საპენსიო ასაკის მასწავლებლების გარკვეული რაოდენობა შეიძლება გავიდეს პროფესიიდან არ ნიშნავს, რომ ჩვენ იგივე რაოდენობის მასწავლებლები დაგვჭირდება სისტემაში, იმიტომ, რომ არსებობენ მასწავლებლები, რომლებიც იმ გამოთავისუფლებულ საათებს შეითავსებენ და ამითაც გაეზრდებათ ხელფასი. ამის დეტალურ კვლევას და ანალიზს ივლისში გავაკეთებთ, როდესაც გვეცოდინება რამდენია ისეთი მასწავლებელი, რომელსაც ჯილდო უნდა, რამდენია ისეთი ადამიანი, რომელიც გამოცდაზე გადის“, - განუცხადა აბულაძემ „ინტერპრესნიუსს“.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
18 ივლისს, მარნეულის
მერიაში გენდერული ბიუჯეტის შექმნაზე იმსჯელეს.
18 ივლისს, მარნეულის მერიაში გენდერული ბიუჯეტის შექმნაზე იმსჯელეს.
საბერძნეთის დედაქალაქ ათენში დღეს, 19 ივლისს,
ძლიერი მიწისძვრა მოხდა.
საბერძნეთის დედაქალაქ ათენში დღეს, 19 ივლისს, ძლიერი მიწისძვრა მოხდა.
ირაკლი
ოქრუაშვილი “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით ხვალ თბილისის საქალაქო
სასამართლოში სარჩელს შეიტანს.
ირაკლი ოქრუაშვილი “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელს შეიტანს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის
დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, სამუშაოს
წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით,
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით,
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი
მოაწერა საკანონმდებლო რეგულაციას,
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო რეგულაციას,
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღებისა და ქრთამის
აღებაში დახმარების ფაქტზე,
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე,
საჯარო რეესტრმა ახლად დარეგისტრირებული
მფლობელის, ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე „რუსთავი 2“-ის
დირექტორად ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია
დაარეგისტრირა.
საჯარო რეესტრმა ახლად დარეგისტრირებული მფლობელის, ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე „რუსთავი 2“-ის დირექტორად ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დაარეგისტრირა.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის იურისტის, თამთა
მურადაშვილის თქმით, ახალი მფლობელი ნიკა გვარამიას უსაფუძვლოდ ვერ
გაათავისუფლებს,
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის იურისტის, თამთა მურადაშვილის თქმით, ახალი მფლობელი ნიკა გვარამიას უსაფუძვლოდ ვერ გაათავისუფლებს,