სტამბოლში საქართველოს და რუსეთის მოქალაქეების დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა – CNN Turk
CNN Turk-ის ინფორმაციით, სტამბოლში სატვირთო კომპანიის თანამშრომელ, საქართველოს და რუსეთის მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა.

კამათი, რომელიც ცივი და ცეცხლსასროლი იარაღით დაპირისპირებაში გადაიზარდა, სტამბოლის ერთ-ერთ სასტუმროში დაიწყო და ქუჩაში გაგრძელდა. შედეგად მძიმედ დაიჭრა რუსეთის ერთი მოქალაქე. საქართველოს მოქალაქე, 56 წლის მამაკაცი კი ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში მიყენებული ჭრილობის შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.

როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქართველოს კონსულს სტამბოლში კომუნიკაცია ჰქონდა ადგილობრივ პოლიციასთან და მათგან ოფიციალურ ინფორმაციას ელოდებიან.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები