სიახლე
ქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა
ქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსში, აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძრის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ცეცხლი ავტომშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის მე-2 სართულზე გაჩნდა. ხანძრის ქრობაში 30-მდე მეხანძრე-მაშველი და 10-მდე სახანძრო და სამაშველო ტექნიკა იყო ჩართული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, მომხდარის შედეგად, 7 ადამიანი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, ავტომშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის მე-2 სართულზე, სავარაუდოდ, მოხდა აფეთქება, რასაც ხანძარი მოჰყვა. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა. ადგილზე, ასევე, მობილიზებული იყვნენ პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

30-მდე მეხანძრე-მაშველმა კორუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია პირველივე წუთებში განახორციელა. ყველა მათგანი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. ხანძრის ქრობის პროცესში, ცოცხალ ძალასთან ერთად, 10-მდე სახანძრო და სამაშველო ტექნიკა იყო ჩართული. ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

მომხდარის შედეგად, 7 ადამიანი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. პოლიციამ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო“,
- ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
18 ივლისს, მარნეულის
მერიაში გენდერული ბიუჯეტის შექმნაზე იმსჯელეს.
18 ივლისს, მარნეულის მერიაში გენდერული ბიუჯეტის შექმნაზე იმსჯელეს.
საბერძნეთის დედაქალაქ ათენში დღეს, 19 ივლისს,
ძლიერი მიწისძვრა მოხდა.
საბერძნეთის დედაქალაქ ათენში დღეს, 19 ივლისს, ძლიერი მიწისძვრა მოხდა.
ირაკლი
ოქრუაშვილი “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით ხვალ თბილისის საქალაქო
სასამართლოში სარჩელს შეიტანს.
ირაკლი ოქრუაშვილი “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელს შეიტანს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის
დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, სამუშაოს
წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით,
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით,
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი
მოაწერა საკანონმდებლო რეგულაციას,
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო რეგულაციას,
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღებისა და ქრთამის
აღებაში დახმარების ფაქტზე,
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე,
საჯარო რეესტრმა ახლად დარეგისტრირებული
მფლობელის, ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე „რუსთავი 2“-ის
დირექტორად ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია
დაარეგისტრირა.
საჯარო რეესტრმა ახლად დარეგისტრირებული მფლობელის, ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე „რუსთავი 2“-ის დირექტორად ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დაარეგისტრირა.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის იურისტის, თამთა
მურადაშვილის თქმით, ახალი მფლობელი ნიკა გვარამიას უსაფუძვლოდ ვერ
გაათავისუფლებს,
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის იურისტის, თამთა მურადაშვილის თქმით, ახალი მფლობელი ნიკა გვარამიას უსაფუძვლოდ ვერ გაათავისუფლებს,