ქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა
12:12 / 18.06.2019
ქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსში, აფეთქების
შედეგად გაჩენილი ხანძრის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ცეცხლი
ავტომშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის მე-2 სართულზე
გაჩნდა.
ხანძრის ქრობაში 30-მდე მეხანძრე-მაშველი და
10-მდე სახანძრო და სამაშველო ტექნიკა იყო ჩართული. როგორც
„ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან
აცნობეს, მომხდარის შედეგად, 7 ადამიანი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო
სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების
ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ
ქუთაისში, ავტომშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის მე-2
სართულზე, სავარაუდოდ, მოხდა აფეთქება, რასაც ხანძარი მოჰყვა.
შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები
და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა. ადგილზე, ასევე, მობილიზებული იყვნენ
პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
30-მდე მეხანძრე-მაშველმა კორუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია პირველივე
წუთებში განახორციელა. ყველა მათგანი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი.
ხანძრის ქრობის პროცესში, ცოცხალ ძალასთან ერთად, 10-მდე სახანძრო და
სამაშველო ტექნიკა იყო ჩართული. ამ დროისათვის ხანძარი
ლიკვიდირებულია.
მომხდარის შედეგად, 7 ადამიანი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო
დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. პოლიციამ
ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო“, - ნათქვამია საგანგებო
სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.