სიახლე
სერგეენკო გადადგომას ადასტურებს – “ხანგრძლივი კონსულტაციები უძღვოდა წინ”
დავით სერგეენკომ, დღეს 18 ივნისს დაადასტურა, რომ ის ჯანდაცვის მინისტრის პოსტს ტოვებს. ჟურნალისტებთან საუბარში მან განმარტა, რომ ამ გადაწყვეტილებას ხანგრძლივი კონსულტაციები უძღვოდა წინ.

“ჩვენ დღეს პრემიერთან ერთად გავაკებთ განცხადებას ამის შესახებ. თუმცა, ეს არ არის მოკლევადიანი გადაწყვეტილება და ამას ხანგრძლივი კონსულტაციები უძღვოდა წინ. რაც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვას, მას ბევრი შემფასებელი ჰყავს საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების სახით… ვფიქრობ, რომ დღეს, ყველაფერს ცასლსახა პასუხი გაეცემა,“- ამბობს სერგეენკო.

ჟურნალისტებთან საუბრის დროს, მან ასევე განაცხადა, რომ “ქართული ოცნების“ გუნდში რჩება და არსად წასვლას არ აპირებს.

“გუნდში დავრჩები, იმიტომ რომ ეს გუნდი არის იმ ღირებულებების მატარებელი ჩემთვის, რომელიც ერთი რიგითი ექიმის ინსტიქტისათვის არის ყველაზე ძვირფასი. სწორედ ამ გუნდის გადაწყვეტილებამ განაპირობა ათობით ათასი გადარჩენილი სიცოცხლე. არსად არ მივდივარ, ვრჩები გუნდში და ეს არის ხედვა რომ ვიმუშავო ამ გუნდთან ერთად,“- ამბობს სერგეენკო.

სერგეენკოს გადადგომის შესახებ მედიაში ინფორმაცია რამდენიმე დღეა, რაც ვრცელდება. დავით სერგეენკოს შემცვლელად საჩხერის კლინიკის დირექტორის ეკატერინე ტიკარაძის კანდიდატურა განიხილება.

ეკატერინე ტიკარაძე 2015 წლის სექტემბრიდან საჩხერის რაიონული საავადმყოფოს და მმართველი არასამეწარმეო პირის “დოსტაქარის” დირექტორია. თავის დროზე ტიკარაძე, როგორც ახალი დირექტორი, კლინიკის თანამშრომლებს თავად ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ წარუდგინა.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია
გენერალურ პროკურატურაში გამოიკითხა.
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია გენერალურ პროკურატურაში გამოიკითხა.
წელს საქართველოდან ჰაჯში 35-მდე პილიგრიმი
გაემგზავრება ამის შესახებ ინფორმაცია რადიოსთან საუბრისას
საქართველოს მუსლიმთა გაერთიანების შეიხმა რამინ იგიდოვმა
განაცხადა.

წელს საქართველოდან ჰაჯში 35-მდე პილიგრიმი გაემგზავრება ამის შესახებ ინფორმაცია რადიოსთან საუბრისას საქართველოს მუსლიმთა გაერთიანების შეიხმა რამინ იგიდოვმა განაცხადა.

გიორგი გახარიას გადადგომა იქნებოდა დღეს
სამშობლოს ღალატი, პირდაპირი მნიშვნელობით,
გიორგი გახარიას გადადგომა იქნებოდა დღეს სამშობლოს ღალატი, პირდაპირი მნიშვნელობით,
ბარსელონაში დააკავეს კაცი, რომელიც ადგილობრივი
პოლიციის ცნობით,
ბარსელონაში დააკავეს კაცი, რომელიც ადგილობრივი პოლიციის ცნობით,
მუშა, რომელიც 16 ივლისს, თბილისში მშენებლობაზე
გარდაიცვალა, 16 წლის გიორგი ბეშკენაძეა.
მუშა, რომელიც 16 ივლისს, თბილისში მშენებლობაზე გარდაიცვალა, 16 წლის გიორგი ბეშკენაძეა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ორი პირი
დააკავეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.

თბილისის მერიის განცხადებით, მტკვრის მარჯვენა
სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდიდან ჩასასვლელ პანდუსზე,
თბილისის მერიის განცხადებით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდიდან ჩასასვლელ პანდუსზე,
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით,
რადიაციული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და საბაჟო წესების
დარღვევის ბრალდებით დააკავეს სომხეთის მოქალაქე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რადიაციული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და საბაჟო წესების დარღვევის ბრალდებით დააკავეს სომხეთის მოქალაქე.