წალენჯიხაში, სოფელ ლიაში სახლს მეხი დაეცა
გუშინ ძლიერმა წვიმამ და ქარმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტი დააზარალა. როგორც „ინტერპრესნიუსს" მერიაში განუცხადეს, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და მრავალბინიანი კორპუსი.

გარდა ამისა, სოფელ ლიაში ერთ-ერთი ადგილობრივის სახლს მეხი დაეცა, რის შედეგადაც სახლის კედელი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მერიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე კომისია სწავლობს არსებულ მდგომარეობას, რათა დაზარალებულ მოსახლეობას დახმარება გაუწიონ.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print