უკრაინის ცესკომ მიხეილ სააკაშვილის პარტიის კანდიდატებს არჩევნებზე რეგისტრაციაზე უარი უთხრა, დოკუმენტაცია პოლიციაში გაიგზავნა
უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიხეილ სააკაშვილის პარტიის „ახალ ძალთა გაერთიანება“ კანინდატებს არჩევნებზე რეგისტრაციაზე უარი უთხრა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის ცესკოს განმარტებით, უკრაინის პრეზიდენტმა არჩევნები 21 მაისის ბრძანებით დანიშნა და შესაბამისად, პარტიის პოლიტსაბჭო არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს 8 მაისის სხდომაზე ვერ განიხილავდა. ასევე, ცესკოს ცნობით, 10 ივნისს პარტიის რიგგარეშე ყრილობა წესდების დარღვევით ჩატარდა.

ცესკოს ინფორმაციით, კომისიის გადაწყვეტილებისა და პარტიის ყრილობის ოქმის ასლებს პოლიციაში გადააგზავნიან, რათა აუცილებლობის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული რეაგირება მოხდეს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები