პარლამენტთან აქციის დაშლისას დაშავებულებიდან 19 ადამიანი კვლავ კლინიკებში რჩება, აქედან 2 მართვით სუნთქვაზეა
20-21 ივნისს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დაშლის დროს დაშავებულებიდან 19 ადამიანი კვლავ კლინიკებში რჩება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, დაშავებულებიდან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ორივე მათგანი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დანარჩენ 17 ადამიანს კი ჯანმრთელობის მსუბუქი ან საშუალო დაზიანება აღენიშნება.

20-21 ივნისს პარლამენტის შენობის წინ გამართული აქციის დაშლისას სულ 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 80 პოლიციელია.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print