ხელისუფლება თანახმაა, საქართველოში 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით გაიმართოს
ხელისუფლება თანახმაა, საქართველოში 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით გაიმართოს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ პროპორციული სისტემით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იყო.

"ქართული ოცნების" ოფისში დილიდან ჯერ პოლიტსაბჭოს წევრები შეიკრიბნენ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.

უმრავლესობის სხდომაზე აქციის მონაწილეების მიერ წამოყენებული მოთხოვნები განიხილეს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები