პარლამენტში 4 კომიტეტის სხდომა გადაიდო
საქართველოს პარლამენტში დღეს დაგეგმილი რამდენიმე კომიტეტის სხდომა გადაიდო.

კერძოდ, გაურკვეველი დროით გადაიდო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის, ევროპასთან ინტეგრაციის და ჯანდაცვის კომიტეტის სხდომები. პარლამენტში მიზეზს არ ასახელებენ, თუმცა სავარაუდოდ, ეს “ქართული ოცნების” ოფისში მიმდინარე უმრავლესობის სხდომას უკავშირდება.

ამ დროის მონაცემებით, დღის წესრიგით ჩანიშნული რჩება აგრარულ საკითხთა, საპროცედურო საკითხთა და გარემოს დაცვის კომიტეტების სხდომები. ასევე, 18:00 საათზე დაგეგმილია ბიუროს სხდომა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში არჩეული ვლადიმერ კახაძის დეპუტატის უფლებამოსილების ცნობის საკითხს განიხილავენ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები