სიახლე
მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნების“ შეთავაზებაზე - ვინც ახლა ამას დასთანხმდება, არის ან აბსოლუტურად სულელი ან ნაყიდი
„ვინც ახლა ამას დასთანხმდება, არის ან აბსოლუტურად სულელი ან ჩვეულებრივად ნაყიდი,“ - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო-მიმართვაში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ოფისში ჩატარებულ ბრიფინგს. სააკაშვილის განცხადებით, ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს პროპორციული საარჩევნო სისტემით, პასუხი უნდა იყოს აქციების მთელ საქართველოში გაგრძელება.

ამასთან, ყოფილი პრეზიდენტის თქმით, 2020 წელს ნულოვანი ბარიერით ჩატარებული არჩევნები ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილი პატარ-პატარა პარტიებს იყიდის.

„ბავშვებს დასთხარეს თვალები, საოცრებები ჩაიდინეს და თურმე რისთვის? იმისათვის, რომ ივანიშვილმა შეინარჩუნოს გახარია, შეინარჩუნოს დღევანდელი საარჩევნო კომისია, იჯდეს აქ 2020 წლის ოქტომბრამდე. ე.ი. მანამ, სანამ ყველაფერს დაალაგებს და ყველას დაიჭერს, დახურავს „რუსთავი 2“-ს და ყველასთან „გააიასნებს“ სიტუაციას. 2020 წელს ნულოვანი ბარიერი, რაც მსოფლიოში არ არსებობს, ნიშნავს რუსული პროექტების შეყვანას, პატარ-პატარა პარტიების ყიდვას, გაერთიანებების დაშლას და ამით საბოლოოდ ჩაიდებს ჯიბეში საქართველოს. ამისთვის დგას ხალხი ქუჩაში? ამისთვის დაიღვარა სისხლი და ამისთვის არის მსოფლიოში ამხელა მოძრაობა? ეს კაცი მართლა აბსოლუტურ იდიოტებად გთვლით?

ივანიშვილი სრულ პანიკაშია. ვინც ახლა ამას დასთანხმდება, არის ან აბსოლუტურად სულელი ან ჩვეულებრივად ნაყიდი. ახლა აქ საუბარია იმაზე, რომ ამ კაცმა უნდა გადააყენოს გახარია, გაათავისუფლოს ყველა დაპატიმრებული და დაუყოვნებლივ დანიშნოს რიგგარეშე პროპორციული არჩევნები, გამოცვალოს ნაყიდი თამარ ჟვანია, ჩამოვიყვანოთ საერთაშორისო დამკვირვებლები და ყველამ ერთად ჩავატაროთ ახალი არჩევნები. ყველაფერი დანარჩენი არის საქართველოს დაუძნებელი მტრის, ივანიშვილის აფერისტული სქემის განხორციელების მცდელობა.

ჩემი აზრით, ამაზე პასუხი უნდა იყოს ის, რომ აქციები გაგრძელდეს მთელ საქართველოში და ივანიშვილი, ეს გველეშაპი, ეს დამაქცევარი უნდა მოშორდეს ქართველ ხალხს,
“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო-მიმართვაში.


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მერაბ
კოსტავას გამზირზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით
გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 1987 წელს დაბადებული გ.ბ. და
1989 წელს დაბადებული ნ.კ. დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მერაბ კოსტავას გამზირზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 1987 წელს დაბადებული გ.ბ. და 1989 წელს დაბადებული ნ.კ. დააკავა.
გარდაბნის თბოელექტროსადგურის, “თბილსრესის”
200-მდე თანამშრომელი გაფიცვას აგრძელებს. როგორც ნეტგაზეთს
საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირის
თავმჯდომარემ,
გარდაბნის თბოელექტროსადგურის, “თბილსრესის” 200-მდე თანამშრომელი გაფიცვას აგრძელებს. როგორც ნეტგაზეთს საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარემ,
შსს-ს ინფორმაციით, თელავში, გაზგასამართ
სადგურთან ავტომობილი აფეთქდა, რის შედეგად ერთი ადამიანი
დაიღუპა.
შსს-ს ინფორმაციით, თელავში, გაზგასამართ სადგურთან ავტომობილი აფეთქდა, რის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა რომან
გოცირიძემ პარლამენტში ხინკალი მიიტანა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა რომან გოცირიძემ პარლამენტში ხინკალი მიიტანა.
რუსული მედიის ცნობით, დაღესტანში, „ისლამური
სახელმწიფოს“ დაფინანსების ბრალდებით, ორი ახალგაზრდა ქალი
დაკავეს.
რუსული მედიის ცნობით, დაღესტანში, „ისლამური სახელმწიფოს“ დაფინანსების ბრალდებით, ორი ახალგაზრდა ქალი დაკავეს.
2019
წლის 10 თვის მონაცემებით, ჯამში გაცემული ნებართვით 282 855.4 კუბური
მეტრი ხეა მოჭრილი. მათ შორის: სხვადასხვა ინფრასტრუქტურული
საჭიროების გამო 57 742.6 კუბური მეტრი ხე;
2019 წლის 10 თვის მონაცემებით, ჯამში გაცემული ნებართვით 282 855.4 კუბური მეტრი ხეა მოჭრილი. მათ შორის: სხვადასხვა ინფრასტრუქტურული საჭიროების გამო 57 742.6 კუბური მეტრი ხე;
ნიუ-იორკის სასამართლომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ
ტრამპს საკუთარ საქველმოქმედო ფონდში მობილიზებული თანხების
პოლიტიკური კამპანიის დასაფინანსებლად „ბოროტად გამოყენების“
გამო,
ნიუ-იორკის სასამართლომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საკუთარ საქველმოქმედო ფონდში მობილიზებული თანხების პოლიტიკური კამპანიის დასაფინანსებლად „ბოროტად გამოყენების“ გამო,
ლილოს დასახლებაში №1 ავტობუსის ხაზს დღეიდან 10
ახალი, „მანის“ მარკის ავტობუსი დაემატა.
ლილოს დასახლებაში №1 ავტობუსის ხაზს დღეიდან 10 ახალი, „მანის“ მარკის ავტობუსი დაემატა.