სტამბოლის მერობის არჩევნებში ექრემ იმამოღლუმ გაიმარჯვა
სტამბოლის მერობის არჩევნებში ექრემ იმამოღლუმ გაიმარჯვა.

განმეორებით ჩატარებული სტამბოლის მერობის არჩევნების არაოფიციალური შედეგების მიხედვით, რესპუბლიკური სახალხო პარტიის (CHP) და პარტია „იი“-ს (İYİ) კანდიდატმა ექრემ იმამოღლუმ გაიმარჯვა.

უმაღლესი საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ხელმეორედ ჩატარებული სტამბოლის მერობის არჩევნებში არაოფიციალური მონაცემების მიხედვით, ექრემ იმამოღლუმ 4 მილიონ 741 ათას 868, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) მერობის კანდიდატმა ბინალი ილდირიმმა კი 3 მილიონ 935 ათას 453 ხმა მიიღეს.

არჩევნებში რეგისტრირებული 10 მილიონ 570 ათას 354 ამომრჩევლიდან მონაწილეობა 8 მილიონ 925 ათას 63-მა მიიღო. 178 ათას 599 ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი.

არაოფიციალური მონაცემების მიხედვით, სტამბოლის მერად არჩეულმა ექრემ იმამოღლუმ ხმების 54,21% ანუ 4 მილიონ 741 ათას 868, ბინალი ილდირიმმა კი ხმების 44,99% ანუ 3 მილიონ 935 ათას 453 ხმა მოაგროვეს.

პარტია „კეთილდღეობის“ (Saadet) მერობის კანდიდატმა ნეჯდეთ გოქჩინარმა 47 ათას 829, პარტია სამშობლოს (Vatan) კანდიდატმა მუსტაფა ილქერ იუჯელმა კი 14 ათას 545 ხმა მიიღეს.

წყარო: trt.net.tr
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები