ინდონეზიაში 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ინდონეზიაში მალუკუს შტატში 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ინდონეზიის მეტეოროლოგიის, კლიმატისა და გეოფიზიკის ორგანიზაციის ცნობით, 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი შტატის სამხრეთ-დასავლეთით მალუკუს რეგიონის ჩრდილოეთით 245 კილომეტრით დაშორებულ ღია წყლებში 231 კილომეტრის სიღრმეში მდებარებდა

ინდონეზიის მეტეოროლოგიის, კლიმატისა და გეოფიზიკის ორგანიზაციას მიწისძვრის შემდეგ ცუნამის განგაში არ გამოუცხადებია. ჯერ-ჯერობით უცნობია გამოიწვია თუ არა მიწისძვრამ ნგრევა და მსხვერპლი.

ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური კვლევის ცენტრის ცნობით კი მიწისძვრის სიმძლავრე 7,5 მაგნიტუდას შეადგენდა.

ინდონეზიაში 2018 წლის 28 სექტემბერს სულავესის კუნძულზე მდებარე პალუს სრუტეში მომხდარმა 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ და შემდეგ წარმოქმნილმა ცუნამმა დონგალამ პალუსა და სიგის რეგიონები დააზარალა. რეგიონში მომხდარ მიწისძვრასა და ცუნამს 4 ათას 340 ადამიანი ემსხვერპლა.

წყარო: trt.net.tr
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები