სიახლე
თბილისში აქციების დროს დაკავებულთა შორის სომხეთის მოქალაქეცაა
თბილისში აქციების დროს პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით სომხეთის მოქალაქეც დააკავეს. ამის შესახებ პირველად სომხეთის ომბუდსმენმა არმენ ტატოიანმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა.

როგორც სომხეთის სახალხო დამცველი ამბობს, დაკავებული სომხეთის მოქალაქის [რომლის პირადი ინფორმაცია არ გასაჯაროვებულა] შესახებ მას საქართველოს ომბუდსმენმა, ნინო ლომჯარიამ აცნობა.

როგორც ის წერს, სომხეთის მოქალაქე 13 დღე პატიმრობაში იქნება.

“მადლობელი ვარ ჩემი კოლეგის თანამშრომლობისთვის და ეფექტური ერთობლივი მუშაობისთვის. ჩვენს ქართველ მეგობრებს ვუსურვებ სიტუაციის სწრაფ და მშვიდობიან დარეგულირებას”, – აცხადებს არმენ ტატოიანი.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ნეტგაზეთთან ასევე, ადასტურებს სომხეთის მოქალაქის დაკავების ფაქტს და აცხადებს, რომ ის უკვე მოინახულეს აპარატის თანამშრომლებმა და კომუნიკაცია აქვთ სომხეთის ომბუდსმენის ოფისთან.

საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. რამდენიმე მოქალაქემ დაკარგა თვალი. დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თუმცა აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და ითხოვენ როგორც შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტმა კავკასიის მუსლიმთა
სამმართველოს თავმჯდომარეს, შეიხ-ულ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა ზადეს
დაბადებიდან 70 წლის იუბილესთან და შეიხ-ულ-ისლამად არჩევიდან მე-40
წლისთავთან დაკავშირებით მისალოცი წერილი გაუგზავნა,
საქართველოს პრეზიდენტმა კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს, შეიხ-ულ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა ზადეს დაბადებიდან 70 წლის იუბილესთან და შეიხ-ულ-ისლამად არჩევიდან მე-40 წლისთავთან დაკავშირებით მისალოცი წერილი გაუგზავნა,
შსს
ადასტურებს ინფორმაციას, რომ თბილისში, ატენის ქუჩაზე მკვლელობა
მოხდა, გარდაცვლილია ერთი ოჯახის სამი წევრი.
შსს ადასტურებს ინფორმაციას, რომ თბილისში, ატენის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია ერთი ოჯახის სამი წევრი.
თბილისში, ატენის ქუჩაზე რამდენიმე ადამიანი
მოკლეს.
თბილისში, ატენის ქუჩაზე რამდენიმე ადამიანი მოკლეს.
თბილისში, ატენის ქუჩაზე რამდენიმე ადამიანი
მოკლეს.
თბილისში, ატენის ქუჩაზე რამდენიმე ადამიანი მოკლეს.
დღეს
მედიამ ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობიდან წასული ოთხი დეპუტატი:
თამარ ჩუგოშვილი, სოფო ქაცარავა, თამარ ხულორდავა და დიმიტრი
ცქიტიშვილი შენიშნა.
დღეს მედიამ ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობიდან წასული ოთხი დეპუტატი: თამარ ჩუგოშვილი, სოფო ქაცარავა, თამარ ხულორდავა და დიმიტრი ცქიტიშვილი შენიშნა.
თბილისის საკრებულომ ტაქსების რეგულირების წესში
ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვითაც მანქანის ყველა დეტალი, მათ
შორის, “ბამპერი” თეთრი ფერის უნდა იყოს.
თბილისის საკრებულომ ტაქსების რეგულირების წესში ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვითაც მანქანის ყველა დეტალი, მათ შორის, “ბამპერი” თეთრი ფერის უნდა იყოს.
დეპუტატი რუსლან გაჯიევი საპარლამენტო
უმრავლესობის დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ ფრაქცია „ქართული
ოცნება- კონსერვატორების“ წევრმა „ინტერპრესნიუსს“ თავად
განუცხადა.
დეპუტატი რუსლან გაჯიევი საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება- კონსერვატორების“ წევრმა „ინტერპრესნიუსს“ თავად განუცხადა.
ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა დატოვა
“ქართული ოცნების” ოფისი, სადაც ის ბიძინა ივანიშვილს და პარლამენტის
თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს შეხვდა.
ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა დატოვა “ქართული ოცნების” ოფისი, სადაც ის ბიძინა ივანიშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს შეხვდა.