მომიტინგეები პარლამენტის შესასვლელთან “სირცხვილის კორიდორს” ამზადებენ
სირცხვილის კორიდორს ამზადებენ ოპოზიციის მხარდამჭერები პარლამენტის შესასვლევთან.

“მოღალატე! მოღალატე!” – სკანდირებენ ამ დროისთვის პარლამენტის მეორე შესასვლელთან შეკრებილი ოპოზიციის მხარდამჭერები, რომლებსაც აქციაზე საყვირები და ტრანსფარანტები აქვთ მიტანილი.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სესიის დაარულებამდე იქნებიან ჭიჭინაძის ქუჩაზე, საიდანაც დეპუტატები ტოვებენ პარლამენტის შენობას.

ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც, რომელიც პარლამენტის კარებს იცავს.

პარლამენტში ამ დროისთვის სხდომა მიმდინარეობს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები