სიახლე
თურქეთში საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში ტრაბზონთან ახლოს, ავტობანის ფაზარის მონაკვეთზე, ავარია მოხდა. გარდაცვლილია საქართველოს ორი მოქალაქე, ორი კი კლინიკაშია გადაყვანილი.

უწყების ინფორმაციით, 55 წლის ქალის მდგომარეობა მძიმეა და ის რიზეს საავადმყოფოში რჩება.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპულები, ხულოს მკვიდრები არიან. ისინი მეზობელ ქვეყანაში, სავარაუდოდ, სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდნენ და 26 ივნისს, გვიან ღამით სახლში ბრუნდებოდნენ.

დაღუპული და დაშავებულები ერთი ოჯახის წევრები არიან. მიმდინარეობს გადმოსვენების პროცედურები.

''მსუბუქ მანქანაში საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფებოდა. აჭარის მკვიდრები, მათგან ორი, 70 წლის ქალი და 56 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

55 წლის ქალი კლინიკაშია გადაყვანილი, პოლიტრავმით, მათ შორის თავის ქალის მძიმე დაზიანებით, ასევე ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ საჭესთან იყო, მას ლავიწის ძვალი აქვს გატეხილი. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და ჩატარებული პროცედურის შემდეგ კლინიკას მალე დატოვებს.

ადგილზე იმყოფებიან ტრაპიზონში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლები. გარდაცვლილები პროზექტურაში გადაასვენეს, პროცედურები დასრულებულია. უკვე დაიწყო გადმოსვენების პროცედურები. ტრანსპორტირებას, სარფის საბაჟომდე თურქული მხარე უზრუნველყოფს, ქართულ მონაკვეთზე კი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დახვდებიან'',
- უთხრა ჟურნალისტებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ.

წყარო: ajaratv.ge
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
18 ივლისს, მარნეულის
მერიაში გენდერული ბიუჯეტის შექმნაზე იმსჯელეს.
18 ივლისს, მარნეულის მერიაში გენდერული ბიუჯეტის შექმნაზე იმსჯელეს.
საბერძნეთის დედაქალაქ ათენში დღეს, 19 ივლისს,
ძლიერი მიწისძვრა მოხდა.
საბერძნეთის დედაქალაქ ათენში დღეს, 19 ივლისს, ძლიერი მიწისძვრა მოხდა.
ირაკლი
ოქრუაშვილი “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით ხვალ თბილისის საქალაქო
სასამართლოში სარჩელს შეიტანს.
ირაკლი ოქრუაშვილი “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელს შეიტანს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის
დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, სამუშაოს
წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით,
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით,
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი
მოაწერა საკანონმდებლო რეგულაციას,
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო რეგულაციას,
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღებისა და ქრთამის
აღებაში დახმარების ფაქტზე,
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე,
საჯარო რეესტრმა ახლად დარეგისტრირებული
მფლობელის, ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე „რუსთავი 2“-ის
დირექტორად ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია
დაარეგისტრირა.
საჯარო რეესტრმა ახლად დარეგისტრირებული მფლობელის, ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე „რუსთავი 2“-ის დირექტორად ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დაარეგისტრირა.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის იურისტის, თამთა
მურადაშვილის თქმით, ახალი მფლობელი ნიკა გვარამიას უსაფუძვლოდ ვერ
გაათავისუფლებს,
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის იურისტის, თამთა მურადაშვილის თქმით, ახალი მფლობელი ნიკა გვარამიას უსაფუძვლოდ ვერ გაათავისუფლებს,