სარფში, სადახლოსა და გარდაბანში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს
15-18 ივნისს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო“, „გარდაბანი“, და „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის, რუსეთის, სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეების ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში 28,152,22 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ( ჯამში 368,2 გრ.) საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ჯამში 28,152,22 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

წყარო: rs.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები