საგადასახადო სამართალდარღვევის 782 ფაქტი გამოვლინდა
17 -
23 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ,
ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე
კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 782
ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების
სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ
შემოწმდა 4 620 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი
საგადასახადო სამართალდარღვევები:
საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 228
შემთხვევა;
ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 43
ფაქტი;
მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო
აპარატის გამოუყენებლობის 511 შემთხვევა.
წყარო: rs.ge