ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიცის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერება კოკაინი აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1977 წელს დაბადებული ა.ხ., ნარკოტიკული საშუალების უკანონო გადატანა-გადაზიდვის ბრალდებით, საბაჟო გამშვები პუნქტის „ყაზბეგი“ ტერიტორიაზე დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, მიმდინარე წლის 25 ივნისს, დარიალის საბაჟო გამშვებ პუნქტში რუსეთიდან სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით მიმავალი ავტობუსი შეაჩერეს. ნივთების შემოწმების შედეგად, ამავე ავტობუსში მოთავსებულ ე.წ. „ჰოვერბორდში“ 500 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება, სავარაუდოდ, „კოკაინი“ აღმოაჩინეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო გადატანა-გადაზიდვას გულისხმობს.

წყარო: rs.ge
Print