მესტიაში 12 წლის ბავშვს იარაღი გაუვარდა, რასაც მამა ემსხვერპლა
17:30 / 26.06.2019
მესტიაში 12 წლის ბავშვს იარაღი გაუვარდა, რასაც
მამა ემსხვერპლა.
შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც 12 წლის
გოგონა სავარაუდოდ იარაღით თამაშობდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება
სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც
გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.