იტალიაში მაფიოზური საქმიანობისთვის 120 კაცზე მეტი დააპატიმრეს
დღეს გამთენიისას, იტალიის რამდენიმე რეგიონში ჩატარებული კარაბინერების მსხვილმასშტაბიანი სპეცოპერაციის დროს, 120-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

მათ ბრალად იტალიის სამხრეთ პროვინცია კამპანიაში ბაზირებული გავლენიანი დანაშაულებრივი ორგანიზაცია „კამორას“ საქმიანობაში მონაწილეობა ედებათ.

საქმის გამოძიებას ერთობლივად აწარმოებდნენ მაფიასთან ბრძოლის სამმართველოს, სახელმწიფო პოლიციისა და ფინანსური გვარდიის წარმომადგენლები.

დარტყმა მიაყენეს „კამორას“ გავლენიანი კლანების კონტინის, მალარდოს და ლიჩარდის დანაშაულებრივ ორგანიზაციებს. კონფისკაციას დაექვემდებარა დაახლოებით 130 მილიონი ევროს ქონება. დაკავებულებს ბრალად ედებათ მაფიოზური საქმიანობა, ნარკოტიკების კონტრაბანდა, გამოძალვა, ფულის გათეთრება და სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობაში ჩარევა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები