მელია დაპატიმრებას სახლში ელოდება
ნიკა მელიას საქმეზე პროკურატურას სასამართლოსთვის ჯერ არ მიუმართავს. ნეტგაზეთს უწყების პრესსამსახურში უთხრეს, რომ სასამართლოს სავარაუდოდ, დღეს მიმართავენ. “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახურის ინფორმაციით, კი ამ დროისთვის მელია საკუთარ სახლში იმყოფება.

გუშინ, 26 ივნისს საქართველოს პარლამენტმა წინასწარი თანხმობა მისცა გენერალურ პროკურორს დეპუტატ ნიკა მელიასთვის პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვაზე. შესაბამისი დადგენილება პარლამენტმა 91 ხმით 0-ის წინააღმდეგ მიიღო.

გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალი წაუყენა 20 ივნისის აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

წყარო: ნეთგაზეთი
Print