“ჩემი დაკავება ქარს დათესავს, რაც ქარიშხალს გამოიწვევს” – მელია სასამართლოში მივიდა
ნიკა მელია, რომლისთვის აღკვეთის სახით პატიმრობის შეფარდებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა. მელიას თქმით, პროკურატურას მის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ აქვს და ბიძინა ივანიშვილი ურთულეს მდგომარეობაშია:

“პროკურორის განცხადება მოვისმინე, გუშინ არ გმაოცხადდა საბრალდებოდა დასკვნის ჩასაბარებლადო, შეიძლება მიიმალოსო, არადა პარლამენტში ვიყავი. ბიძინა ივანისვილი არის შეშინებული, დამარცხებული, აგონიაში მყოფი ადამიანი. რთული იქნება ჩემი დაკავება, უნდა გაუჭირდეს ძლაიან იმიტომ, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

რაღაცით ხომ უნდა გაამართლონ, ძალიან დიდ ქარს დათესავს, რაც ქარიშხალს გამოიწვევს. ბიძინა ივანისვილი არის ურთულეს მდგომარეობაში იგი ტემპერატურას თავად სწევს. დაკავება იქნება უკანონო, მაგრამ არ დაკავება ყველას გვაფიქრებინებს, რომ გუშინდელი დღე იყო წარმოუდგენლად უკანონო აქტი, რომელიც ჩაატარა პარლამენტში და პროკურატურაში“
– ამბობს მელია.

გუშინ, 26 ივნისს საქართველოს პარლამენტმა წინასწარი თანხმობა მისცა გენერალურ პროკურორს დეპუტატ ნიკა მელიასთვის პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვაზე. შესაბამისი დადგენილება პარლამენტმა 91 ხმით 0-ის წინააღმდეგ მიიღო.

გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალი წაუყენა 20 ივნისის აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები