თბილისში სულეიმან სულეიმანოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა
26 ივნისს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწის, ჟურნალისტის, თარჯიმანის და გაზეთი „საქართველოს“ მთავარი რედაქტორის სულეიმან სულეიმანოვის ხსნოვნისთვის მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. ღონისძება თბილისში, მირზა ფატალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯაული კულტურის მუზეუმში გაიმართა.

სულეიმანოვის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი, „სოკარ ჯორჯია გაზის“ დირექტორი აზერ მამედოვი, აზერბაიჯანელთა კულტურის ცენტრის უფროსი ფაზილ ჰასანოვი, ჟურნალისტი თაჰმაზ თაჰმაზოვი, ისტორიკოსი მაჰმუდ ქემალოღლუ და სულეიმანოვის ოჯახის წევრები და მეგობრები იღებდნენ მონაწილეობას.

ღონისძიების მონაწილეებმა სულეიმანოვის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს და მისი მოღვაწეობის შესახებ ისაუბრეს. ამის შესახებ ჩვენთან საუბრისას სულეიმანოვის ქალიშვილმა ლეილა სულეიმანოვამ აღნიშნა.

„ღონისძიებაზე მისი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ისაუბრეს. ასევე გაჟღერდა იდეა, რომ ჟურნალისტიკაზე მოსწავლე ახალგაზრდებისთვის სუელიმან სულეიმანოვის სახელობის სტიპენდია დაინიშნოს, იმიტომ, რომ მამაჩემს განათლებული ახალგაზრდების მომავლის სჯეროდა. ჩვენც ისე გაგვზარდა და სულ გვეუბნებოდა, რომ განათლებას მიანიჭეთ უპირატესობაო“ - ლეილა სულეიმანოვამ აღნიშნა, რომ ღონისძიების მონაწილეებმა სულეიმან სულეიმანოვის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ წიგნის დაბეჭდვაც შესთავაზეს.

ასევე, ღონისძიებაზე სულეიმანოვის ცხოვრების და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოებიც აჩვენეს.

შეგახსენებთ რომ სულეიმან სულეიმანოვი საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო ბრძანებით დაჯილდოვდა და საქართველოს გამორჩეული კულტურული მუშაკის სტატუსი მიიღო. 1981 წელს „ღირსების ნიშანით“, 1997 წელს კი საქართველოს „ღირსების“ ორდენით დაჯილდოვდა.

სულეიმანოვი 1972 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე გაზეთ „საბჭოთა საქართველოს“, 1990 წლიდან კი „საქართველოს“ მთავარი რედაქტორი იყო. ის 2014 წელს 26 ივნისს, თბილისში, გარდაიცვალა.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები