საია 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ანგარიშს ამზადებს
20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით საია ანგარიშს ამზადებს.

როგორც ახალგაზრდა იურუსტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა სულხან სალაძემ აღნიშნა, ამ მოვლენებისას უფლებების დარღვევის მასშტაბების გათვალისწინებით, საია ამზადებს ანგარიშს, სადაც გაანალიზდება უფლების დარღვევის სისტემური და ინდივიდუალური შემთხვევები. მისივე თქმით, ანგარიშში მოცემული იქნება სხვადასხვა საკითხების ანალიზი.

„ანგარიშში მოცული იქნება შემდეგი საკითხები: მშვიდობიანი შეკრების უფლება და აქციის დაშლის ფორმალური საფუძველი; აქციის დაშლის დროს პოლიციის მიერ გამოყენებული მეთოდების ანალიზი; აქციის დაშლისას ძალის გადამეტების და დაკავების შემდგომ არასათანადო მოპყრობის ფაქტების, მათ შორის ჟურნალისტებისათვის საქმიანობაში ხელის შეშლის შემთხვევების ანალიზი; 20-21 ივნისის აქციასთან კავშირში მყოფი პირების ადმინისტრაციული წესით დაკავების პრაქტიკის ანალიზი; პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში განხილული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების ანალიზი", - აღნიშნა სულხან სალაძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print