3 ტყუილი, რაც გიორგი გახარიამ თქვა – სერგი კაპანაძე
“ევროპული საქართველოს” დეპუტატი სერგი კაპანაძე გიორგი გახარიას გუშინდელ ინტერვიუს ეხმაურება. კაპანაძე სამ საკითხს გამოყოფს, რომელზეც მისი თქმით, მინისტრმა იცრუა:

“1. ხმით გავაფრთხილეთო პარლამენტის წინ შეკრებილი ხალხი გაზის გამოყენებამდეო. ტყუილია!

პოლიციის შესახებ კანონის 31-ე მუხლის მე-3 მუხლის მიხედვით პოლიციელი ვალდებულია ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს პირი, მისცეს გონივრული ვადა მისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად. ეს მუხლი არის პირდაპირ დარღვეული.

2. ოპოზიციამ წინასწარ იცოდა გავრილოვის ვიზიტის შესახებ და დაგეგმა არეულობა და ჩამოსვლამდე ხმა არ ამოუღიაო.
ჩვეულებრივი ტყუილია. ორჯერ გააფრთხილეს ბრიფინგით კანდელაკმა და ბოკერიამ, რომ არ შემოეშვათ ქვეყანაში! ორივეჯერ დამცინავად გვიპასუხეს!

3. უფლება არ გვქონდა გავრილოვი არ შემოგვეშვაო. სამარცხვინო განცხადებაა. ნებისმიერი ადამიანი შეუძლია მიაბრუნოს საზღვრიდან შსს-მ. საერთოდ არ სჭირდება ახსნა! ეს უცბად რაც მოვისმინე! სამარცხვინო მატყუარა მინისტრი,” – ამბობს კაპანაძე.


Print