სიახლე
საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი
უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, 16-18 ივლისს როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე, დღის მეორე ნახევრიდან წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება.

„ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე აღმოსავლეთის ძლიერი ქარი ქრის, რაც მთელი დღე შენარჩუნდება, ოღონდ დღის მეორე ნახევრიდან იწვიმებს. სანაპირო რაიონებში ქარი მიმართულებას შეიცვლის და გადავა სამხრეთ დასავლეთის ქარზე. ასევე, დასავლეთსა და აღმოსავლეთში დღეს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 16-18 ივლისს, ამ სამი დღის განმავლობაში, ღამისა და საღამოს საათებში უმეტეს რაიონში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა მაინც მოსალოდნელია. შედარებით მაღალი ტემპერატურა იქნება აღმოსავლეთ საქართველოში, ბარში 30-35 გრადუსია მოსალოდნელი, დასავლეთ საქართველოში ხვალიდანვე, 16-18 ივლისს 24-29 გრადუსის ფარგლებში იქნება ჰაერის ტემპერატურა. თუმცა, როგორც აღვნიშნე, დღის მეორე ნახევარში ბარსა და თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით,“ - განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
შალვა თადუმაძის უზენაესი სასამართლოს
მოსამართლედ დამტკიცების შემდეგ, გენერალური პროკურორის თანამდებობა
ვაკანტური ხდება.
შალვა თადუმაძის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დამტკიცების შემდეგ, გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური ხდება.
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უყარეს
კენჭი.
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უყარეს კენჭი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და გენერალური ინსპექციის
თანამშრომლებმა,
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა,
პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში მძაფრი
სუნის მქონე ნივთიერების გაშვების შემდეგ შსს-მ გამოძიება სსკ-ის
117-ე მუხლით დაიწყო,
პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში მძაფრი სუნის მქონე ნივთიერების გაშვების შემდეგ შსს-მ გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო,
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის
დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა,
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე
პარლამენტში მომხდარ ინციდენტს „სავარაუდოდ ქიმიურ შეტევას
უწოდებს“.
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე პარლამენტში მომხდარ ინციდენტს „სავარაუდოდ ქიმიურ შეტევას უწოდებს“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის
პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად,
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
სოფო
კილაძის თქმით, პარლამენტში დამდგარი სუნის გამო ოთხი ადამიანი
შეუძლოდ გახდა. მათ შორის არიან დეპუტატები- ენძელა მაჭავარიანი და
სვეტლანა კუდბა.
სოფო კილაძის თქმით, პარლამენტში დამდგარი სუნის გამო ოთხი ადამიანი შეუძლოდ გახდა. მათ შორის არიან დეპუტატები- ენძელა მაჭავარიანი და სვეტლანა კუდბა.