მშენებლობაზე გარდაცვლილი მუშა 16 წლის იყო
მუშა, რომელიც 16 ივლისს, თბილისში მშენებლობაზე გარდაიცვალა, 16 წლის გიორგი ბეშკენაძეა. ის თბილისში სამუშაოდ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმრიანიდან იყო ჩამოსული.

როგორც ლაგოდეხის მერის წარმომადგენელმა გია გაფრინდაშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, ახალგაზრდის მამა და ძმა რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალნენ.

სოფლის წარმომადგენელი გვიყვება, რომ გიორგი ბეშკენაძე დედასთან ერთად ცხოვრობდა და სამუშაოდ თბილისში ჩამოდიოდა. მისივე თქმით, ოჯახს ფინანსურად მუნიციპალიტეტი და “წითელი ჯვარი“ ეხმარებოდა.

ნეტგაზეთს ჯერ კიდევ გუშინ ჰქონდა ინფორმაცია არასრულწლოვნის შესახებ, თუმცა შსს-ში მის ასაკს არ გვეუბნებოდნენ.

შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ინსპექტორის განცხადებით, მშენებლობაზე 16 ივლისს ახალგაზრდა კაცი დაიღუპა, სამშენებლო სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მიმდინარეობდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები