კაცი კოკაინს პარიკის ქვეშ მალავდა – ესპანეთის პოლიცია
14:45 / 17.07.2019
ბარსელონაში დააკავეს კაცი, რომელიც ადგილობრივი
პოლიციის ცნობით,
კოკაინს პარიკის ქვეშ მალავდა.
კაცი კოლუმბიის მოქალაქეა და ესპანეთში ბოგოტადან ჩავიდა.
ბრიტანული გარდიანის ცნობით, პოლიციის ყურადღება მიიქცია უჩვეულოდ
მაღალმა პარიკმა. საბოლოო ჯამში, პოლიციის ცნობით, კაცი პარიკში 503
გრამ კოკაინს მალავდა.