სიახლე
პენსიონერები, შშმ პირები და სხვა ჯგუფები 1 ლარად 35 დასახელების მედიკამენტის შეძენას 118 აფთიაქში, მომავალი კვირიდან შეძლებენ
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ბენეფიციარებს 1 ლარად 35 დასახელების მედიკამენტის შეძენა 118 აფთიაქში, მომდევნო კვირიდან შეეძლებათ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში განხორციელებულ ცვლილებებზე საუბრისას განუცხადა.

თამარ გაბუნიას თქმით, პროგრამაში მთავარი ცვლილებაა, რომ საპენსიო ასაკის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ფინანსური ბარიერი პრაქტიკულად სრულად მოიხსნა და მათ უკვე შეუძლიათ, რომ 50%-იანი ფასდაკლების ნაცვლად, 35 დასახელების მედიკამენტი1 ლარად შეიძინონ. ცვლილების შედეგად კი, მინისტრის მოადგილე ბენეფიციართა ზრდას მოელის.

„ამ დროისთვის პროგრამაში 60 000 ბენეფიციარი, პროგნოზურად ამგვარი საჭიროება ქვეყანაში დაახლოებით, 150 000-200 000 ადამიანს აქვს იმ კატეგორიებში, რომლებსაც პროგრამა აფინანსებს, ამდენად, ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე ბევრად გაიზრდება ამ პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა და შემდეგ უკვე ამ გამოცდილების საფუძველზე, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტრო გააკეთებს ანალიზს და ჩამოვყალიბდებით 2020 წლიდან რა მექანიზმით და რა ფორმით გაგრძელდება პროგრამა,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ ადამიანებმა 1 ლარად შეძლონ მედიკამენტების შეძენა, საჭიროა ფორმა 100 და რეცეპტი წარადგინონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალში და პროგრამის ბენეფიციარად დარეგისტრირდნენ.

„აქ მთავარია ფორმა 100, სადაც აღწერილია პაციენტის დიაგნოზი და ასევე დანიშნულების სქემა, მედიკამენტი იწერება გენერიული, საერთაშორისო დასახელებით, დოზების და მკურნალობის ხანგრძლივობის მითითებით. ასევე, რა თქმა უნდა, ბენეფიციარს უნდა ჰქონდეს რეცეპტის ფორმა. ექიმის მიერ გაცემული ფორმა 100-ით და რეცეპტის ფორმით ბენეფიციარი უნდა მივიდეს სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალში და დარეგისტრირდეს. შემდეგ უკვე შეუძლია 118 აფთიაქში, ერთ ჯერზე მიიღოს მხოლოდ 3 თვის სამყოფი მედიკამენტი,”-განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, პროგრამით მოსარგებლეთა წრის გაფართოვებიდან გამომდინარე, თუ არის მოსალოდნელი პროგრამის ბიუჯეტის გაზრდას, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ პროგრამის ამ ეტაპზე არსებული ბიუჯეტი საკმარისია.

„პროგრამის ბიუჯეტი, რომელიც სრულად მოიცავს ამ საჭიროებებს, ამ დროისთვის საკმარისია ანუ მოლოდინი, რომ პროგრამაში ამ ცვლილებიდან გამომდინარე, თანხის დამატება იქნება საჭირო, არ გვაქვს. პირიქით, ამ ცვლილებით უნდა მოხდეს პროგრამის რესურსის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 35 დასახელების მედიკამენტი 6 ტიპის დაავადების ჯგუფისთვის, ესენია: გულ-სისხლძარღვთა სისტემის, II ტიპის შაქრიანი დიაბეტის , ფარისებრი ჯირკვლის, ფილტვის, ეპილეფსიის, პარკინსონის სამკურნალო მედიკამენტები. ეს მედიკამენტები გათვალისწინებულია პენსიონერებისთვის, შშმ ბავშვებისა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სხვა პირებისთვის, ეპილეფსიით და პარკინსონით დაავადებული ადამინებისთვის, ასევე სოციალურად დაუცველთათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 100 000-ზე ნაკლებია.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მეცხრე
კილომეტრზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა,
თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მეცხრე კილომეტრზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა,
დაზუსტებული ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ
მიწისძვრა სომხეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 11
კილომეტრში,
დაზუსტებული ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ მიწისძვრა სომხეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 11 კილომეტრში,
“რამდენიმე თვეა, მამაჩემის სახლში ვცხოვრობ,
ჩვენი ერთადერთი შემოსავალი ბავშვის შშმ ხელფასია, ამბობს - ესმირა
გოჯაევა, - ორი შვილი მყავს, ერთს ცერებრალური დამბლა
აქვს.
“რამდენიმე თვეა, მამაჩემის სახლში ვცხოვრობ, ჩვენი ერთადერთი შემოსავალი ბავშვის შშმ ხელფასია, ამბობს - ესმირა გოჯაევა, - ორი შვილი მყავს, ერთს ცერებრალური დამბლა აქვს.
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის
დაწყებაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს, –
ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს, – ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მარნულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის
მიმდებარედ მთის ფერდობზე ხანძარია გაჩენილი.
მარნულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის მიმდებარედ მთის ფერდობზე ხანძარია გაჩენილი.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მთელი
მსოფლიო თანამეგობრობა ჩვენს გვერდით დადგა და მნიშვნელოვანია, რომ
ჩვენი ყველა უწყება პირველივე წუთებიდან ჩართული იყო, –
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა
ბახტაძემ ახალუბანში, გერკეულების
ოჯახში სტუმრობისას განაცხადა, სადაც ცხინვალის იზოლატორიდან
გათავისუფლებული რვა ახალგაზრდა მოინახულა.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მთელი მსოფლიო თანამეგობრობა ჩვენს გვერდით დადგა და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყველა უწყება პირველივე წუთებიდან ჩართული იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ახალუბანშიგერკეულების ოჯახში სტუმრობისას განაცხადა, სადაც ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული რვა ახალგაზრდა მოინახულა.

საქართველოში მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში 23
415 მართვის მოწმობა გაიცა.
საქართველოში მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში 23 415 მართვის მოწმობა გაიცა.
საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს
რვა მოქალაქე გაათავისუფლეს.
საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს რვა მოქალაქე გაათავისუფლეს.