სიახლე
თუ ხალვაში გვარამიას კონტრაქტს დაურღვევს, რამდენიმე მილიონის გადახდა მოუწევს – ადვოკატი
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის იურისტის, თამთა მურადაშვილის თქმით, ახალი მფლობელი ნიკა გვარამიას უსაფუძვლოდ ვერ გაათავისუფლებს, რადგან კონტრაქტში გაწერილია ის პირობები, რის საფუძველზეც არხის მოქმედი დირექტორის გათავისუფლება უნდა მოხდეს.

როგორც მურადაშვილი ამბობს კონტრაქტის დარღვევით გათავისუფლების შემთხვევაში, ხალვაშს გვარამიასთავის ჯარიმის სახით რამდენიმე მილიონის გადახდა მოუწევს.

“[ნიკა გვარამიას] კონტრაქტი გულისხმობს იმას რომ შეუძლებელი იქნება დირექტორის გადაყენება უსაფუძვლოდ. [კონტრაქტში] გაწერილია გადაყენების პირობები და ამ პირობების დარღვევის შემთხვევაში კომპანიას მოუწევს ძალიან დიდი ჯარიმის გადახდა. საუბარია რამდენიმე მილიონზე. გარდა ამისა, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ნებისმიერი დავა ლონდონის არბიტრაჟის მიერ იქნება განსჯადი და არა ქართული სასამართლოების. შესაბამისად, ნიკა გვარამიას მოხსნა-გათავისუფლება, პრეტენზიების მის წინააღმდეგ, მათ შორის ჯარიმის გადახდა და სხვა საკითხები გადაწყვეტილი უნდა იქნეს ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში,”-განაცხადა მურადაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში.

დღეს, 18 ივლისს გამართულ ბრიფინგზე გვარამიამ თქვა, რომ მისი კონტრაქტი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ უმაღლეს გარანტიებს შეიცავს და სულ ერთია, რა დამოკიდებულება აქვს ამ საკითხზე ქიბარ ხალვაშს:

“…ესაა ჩემი კონტრაქტი, რომელიც ჩემივე მოთხოვნით შეიცავს უმაღლეს გარანტიებს ჩემი გათავისუფლების შემთხვევაში. ეს აქვს საჯარო რეესტრსაც. აქ წერია, რომ ჩემი გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც აქ დარღვევისთვის განსაზღვრული ძალიან სერიოზული გარანტია იქნება გადახდილი. მხოლოდ ამის შემდეგ. რა დამოკიდებულება აქვს ხალვაშს ამ კონტრაქტთან, სულ ერთია. ვინც იყვნენ დამფუძნებლები, მომცეს ეს გარანტია. ამ კონტრაქციის ბათილობა მესაკუთრის შეცვლის გამო ვერ დადგება.”

18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.

ამ გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ კანონიერია საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის. როგორც დღეს გავრცელებულ განცხადებაში ხალვაში წერს დირექტორის თანამდებობიდან ნიკა გვარამიას გაათავისუფლებს და მის ადვოკატს, პაატა სალიას ნიშნავს.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მეცხრე
კილომეტრზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა,
თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მეცხრე კილომეტრზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა,
დაზუსტებული ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ
მიწისძვრა სომხეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 11
კილომეტრში,
დაზუსტებული ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ მიწისძვრა სომხეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 11 კილომეტრში,
“რამდენიმე თვეა, მამაჩემის სახლში ვცხოვრობ,
ჩვენი ერთადერთი შემოსავალი ბავშვის შშმ ხელფასია, ამბობს - ესმირა
გოჯაევა, - ორი შვილი მყავს, ერთს ცერებრალური დამბლა
აქვს.
“რამდენიმე თვეა, მამაჩემის სახლში ვცხოვრობ, ჩვენი ერთადერთი შემოსავალი ბავშვის შშმ ხელფასია, ამბობს - ესმირა გოჯაევა, - ორი შვილი მყავს, ერთს ცერებრალური დამბლა აქვს.
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის
დაწყებაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს, –
ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს, – ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მარნულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის
მიმდებარედ მთის ფერდობზე ხანძარია გაჩენილი.
მარნულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის მიმდებარედ მთის ფერდობზე ხანძარია გაჩენილი.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მთელი
მსოფლიო თანამეგობრობა ჩვენს გვერდით დადგა და მნიშვნელოვანია, რომ
ჩვენი ყველა უწყება პირველივე წუთებიდან ჩართული იყო, –
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა
ბახტაძემ ახალუბანში, გერკეულების
ოჯახში სტუმრობისას განაცხადა, სადაც ცხინვალის იზოლატორიდან
გათავისუფლებული რვა ახალგაზრდა მოინახულა.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მთელი მსოფლიო თანამეგობრობა ჩვენს გვერდით დადგა და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყველა უწყება პირველივე წუთებიდან ჩართული იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ახალუბანშიგერკეულების ოჯახში სტუმრობისას განაცხადა, სადაც ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული რვა ახალგაზრდა მოინახულა.

საქართველოში მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში 23
415 მართვის მოწმობა გაიცა.
საქართველოში მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში 23 415 მართვის მოწმობა გაიცა.
საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს
რვა მოქალაქე გაათავისუფლეს.
საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს რვა მოქალაქე გაათავისუფლეს.