სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მცხოვრებლებს პუტინმა რუსეთში უვადოდ ყოფნის უფლება მისცა
14:22 / 19.07.2019
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი
მოაწერა საკანონმდებლო რეგულაციას,
რომლის შესაბამისად, რუსეთისა და მის მიერ
დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებული სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს
განუსაზღვრელი ვადით შეუძლიათ ერთმანეთის ტერიტორიაზე ყოფნა.
რუსული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული სამართლებრივი რეგულაცია
რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის
შესახებ შეთანხმების დამატებითი ნორმაა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს
ორივე მხარის მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.
აქამდე არსებული რეგულაციით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის
მოქალაქეებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე წელიწადში მხოლოდ 90 დღით
შეეძლოთ დარჩენა.