ათენში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, მოსახლეობა ქუჩებში გაიქცა – AP
საბერძნეთის დედაქალაქ ათენში დღეს, 19 ივლისს, ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 5.3 მაგნიტუდას შეადგენდა.

AP-ს თანახმად, შეშინებული მოსახლეობა შენობებიდან ქუჩებში გაიქცა. BBC-ის ცნობით კი, ბიძგების შედეგად დედაქალაქის ნაწილში საკომუნიკაციო და ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები მწყობრიდან გამოვიდა.

როგორც Greek Reporter ათენის ეროვნულ ობსერვატორიაზე დაყრდნობით იუწყება, მიწისძვრის ეპიცენტრი საბერძნეთის დედაქალაქის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობდა.

სხვა დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

წყარო: ნეთგაზეთი
Print