აკაპულკოში ბარზე თავდასხმას 5 ადამიანი შეეწირა, 6 დაიჭრა
მექსიკის პოპულარულ კურორტ აკაპულკოში უცნობი პირები ბარ Mr. Bar-ის კლიენტებს თავს დაესხნენ.

უცხოური მედიის ინფორმაციით, შედეგად მოკლულია 5 და დაჭრილია 6 ადამიანი. ადგილზე დაიღუპა ოთხი ადამიანი, ერთიც მოგვიანებით საავადმყოფოში.

აღნიშნული ბარი სანაპიროზე მდებარებს. პოლიციამ ერთი ეჭვმიტანილი დააკავა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები