უკრაინის საპარლამენტო არჩევნების პირველადი მონაცემებით ზელენსკის პარტია ლიდერობს
უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების
პირველადი მონაცემების მიხედვით,
პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის პარტია ხალხის
მსახური ხმების 43,9%-ით ლიდერობს.
სახელმწიფოს მეთაურმა ვლადიმერ ზელენსკიმ მოვალეობის შესრულების
დაწყების შემდეგ პარლამენტი დაითხოვა, რის გამო ვადამდელი
საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა და მასში მონაწილეობას 22 პარტია
იღებდა.
ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, ზელენსკის პარტიამ, ხალხის მსახური,
ხმების 43,9% მოაგროვა და მას ხმების 11,5%-ით მოჰყვება პრორუსული
ოპოზიცური პლატფორმა - სიცოცხლისათვის.
ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს პარტიამ ევროპის თანადგომა
ხმების 8,9%, ყოფილი პრემიერმინისტრის იულია ტიმოშენკოს პარტიამ
სამშობლო 7,6%, როკ ჯგუფი ოკეან ელზის სოლისტის სვიატოსლავ ვაკარჩუკის
პარტიამ ხმების 6,3% მოაგროვეს და 5%-იანი ბარიერი გადალახეს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მაისში მოვალეობის
შესრულების დაწყებისთანავე მერვე მოწვევის უკრაინის პარლამენტი
დაითხოვა და ხელი მოაწერა 21 ივლისს ვადამდელი არჩევნების ჩატარების
გადაწყვტილებას.
წყარო: trt.net.tr