ნიგერიაში გატაცებული თურქეთის 4 მოქალაქის გასათავისუფლებლად ოპერაცია დაიწყო
ნიგერიაში გატაცებული თურქეთის 4 მოქალაქის გასათავისუფლებლად ოპერაცია დაიწყო.

პროვინცია კვარას პოლიციის პრესსპიკერმა ოჯაი ოკასანმიმ განაცხადა: „თურქეთის მოქალაქეების გასათავისუფლებლად ტყის ტერიტორიაზე ოპერაცია დაიწყო.“

მისივე თქმით, ოპერაციის დასრულების შემდეგ შესძლებენ ინფორმაციის გავრცელებას.

ნიგერიის პროვინცია კვარაში პარასკევ საღამოს თურქეთის 4 მოქალაქე დაუდგენელმა პირებმა გაიტაცეს.

წყარო: trt.net.tr
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები