მავრიტანიის ნაპირებთან საქართველოს დროშით მცურავ გემზე ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები
მავრიტანიის ნაპირებთან უკრაინულ გემზე „ივან გოლუბეცი“ ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები. ძლიერი კვამლის გამო კაპიტანმა ეკიპაჟს გემის დატოვება უბრძანა. მათი ევაკუაცია სხვა გემმა განახორციელა.

გემი უკრაინული წარმოშობის ლატვიელი ბიზნესმენის მიერ არის დაქირავებული და საქართველოს დროშით დაცურავს. მისი ეკიპაჟი, რომელიც 90 წევრისგან შედგება, უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეები არიან.

აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები