„როსსელხოზნადზორმა“ საქართველოდან ექსპორტირებული ატმის მოსავლის ნაწილი დაბლოკა
საქართველოდან ექსპორტირებული 19 ტონა ატამი და
ვაშლატამა რუსეთის ბაზარზე არ დაუშვეს. ამის შესახებ ИА REGNUM-ს
დაღესტნის რესპუბლიკაში „როსსელხოზნადზორის“ პრესსამსახურიდან
აცნობეს.
მათივე განცხადებით, მოსავალში აღმოჩენილი იყო მწერები, რომელთაც
პროდუქტის 90%-ის განადგურება შეუძლიათ.
„დაბინძურებული პროდუქტების იმპორტირება ქვეყანაში,
რუსეთის ფედერაციის საკარანტინო კანონმდებლობის შესაბამისად,
აკრძალულია. ამასთან, ტვირთის მფლობელს ადმინისტრაციული
პასუხისმგებლბა დაეკისრება“, - ნათქვამია
განცხადებაში.