განათლების სამინისტრო აბიტურიენტებს აფრთხილებს - ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრა შეუძლებელია
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო აბიტურიენტებს აფრთხილებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ აბიტურიენტები სერიოზულად არ უნდა მოეკიდონ სარეკლამო განცხადებებს, რომლებიც მათ ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრას ჰპირდება.

საქართველოს პირველ არხს ერთ-ერთ ასეთ სარეკლამო სატელეფონო შეტყობინებაში მითითებულ ნომერზე განუცხადეს, რომ აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად მხოლოდ სკოლის ატესტატია საჭირო და გადასახდელია თანხა 2800 ლარის ოდენობით. მათი განმარტებით, პირველ ეტაპზე აბიტურიენტს მეზობელ ქვეყანაში გაგზავნიან, სამი თვის შემდეგ კი, მობილობით საქართველოში ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხებიან.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პირველ არხს განათლების სამინისტროში განუმარტეს, რომ მსგავსი სარეკლამო განცხადებები აბიტურიენტთა შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. მათი თქმით, მოქმედი კანონმდებლობით, ეროვნული გამოცდების გვერდის ავლით აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვა შეუძლებელია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები