3 თვეში საქართველოს თავშესაფრის მოთხოვნით რუსეთის 24-მა მოქალაქემ მიმართა
2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოს თავშესაფრის მოთხოვნით რუსეთის 24-მა მოქალაქემ მიმართა. ამის შესახებ აღნიშნულია შინაგანა საქმეთა სამინისტროს სტატისტიკაში. ჯამში 3 თვეში ქვეყანაში თავშესაფარი უცხო ქვეყნის 321-მა მოითხოვა.

შსს-ს სტატისტიკით, აქედან ყველაზე მეტი იყო ირანის მოქალაქე - ჯამში 132 განაცხადი, შემდეგია ინდოეთი - 35 განაცხადი. ხუთეულშია ეგვიპტე - 35 განაცხადი, რუსეთი - 24 განაცხადი და ერაყი - 14 განაცხადი.

რაც შეეხება 2019 წლის პირველ კვარტალს, მაშინ საქართველოს თავშესაფრის მოთხოვნით უცხოეთის 264-მა მოქალაქემ მიმართა.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები